პრეზიდენტი: არ არის გაუქმებული არანაირი გაწვევა, არამედ არის პოზიცია…

სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გაუქმების შესახებ თავდაცვის მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ასეთი გად საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხიდაშელს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ უნდა მიეღო.

მარგველაშვილი თქმით, ის საქმის კურსში არავის ჩაუყენებია.

”ეს არის განსაზღვრება იმისა, რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული. მე მინდა დავეთანხმო ბატონ პრემიერ-მინისტრს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები, მიუხედავად იმისა, რამდენად სწორია, ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები მე ამ გადაწყვეტილებებს, არ უნდა იყოს მიღებული ერთი თანამდებობის პირის მიერ, არამედ, უნდა იყოს განხილული კოლეგიალურად, როგორც მთავრობის სხდომაზე, ისე უშიშროების საბჭოში. მე არ ვაფასებ გადაწყვეტილების სისწორეს, მე ვსაუბრობ ფორმაზე, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული უფრო ინტენსიური კონსულტაციების შედეგად. არ არის გაუქმებული არანაირი გაწვევა, არამედ არის პოზიცია, რომ არ მოხდეს კვოტის ათვისება თავდაცვის სამინისტროს მხრიდან” – განაცხადა პრეზიდენტმა

კომენტარის დატოვება