სიმღერა, რომლის გარეშე თბილისობა წარმოუდგენელია 57 წლისაა (ვიდეო)

თბილისო — ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული სიმღერა, რომლის გარეშეც თბილისობა წარმოუდგენელია.

ყველასთვის ცნობილმა კომპოზიტორმა რევაზ ლაღიძემ ყველა დროის პოპულარული სიმღერა „თბილისო“ პეტრე გრუზინსკის ლექსზე 1959 წელს დაწერა. სიმღერა  დაიწერა  ფილმისათვის, რომელიც თბილისის 1 500 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.

პირველად სიმღერა „ორერას“ შესრულებით გაიცნო მსმენელმა. 1974 წელს ხმის ჩამწერმა სტუდიამ „მელოდიამ“ გამოუშვა ორი გრამფირფიტა ანსამბლ „ორერას“ შესრულებით, რომელშიც შევიდა სიმღერა „თბილისო“. ამის შემდეგ სიმღერა იქცა ჰიტად. 1976 წელს კი მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ იგი შეასრულა ფესტივალზე „სიმღერა-76“. მას მერე დიდი დრო გავიდა, მაგრამ „თბილისოს“ პოპულარობა არ დაუკარგავს.

თბილისობას გილოცავთ!

შეგახსენებთ თბილისობა 2016-ის 16 ოქტომბრის ღონისძიებებს:

12:00 – 19:00 საათზე ევროპის მოედანზე, ტოლერანტობის სკვერში მოეწყობა თბილისური ბაზარი ზურაბ შევარდნაძესთან ერთად.

12:00 – 19:00 საათზე ევროპის მოედანზე, ღვინის აღმართთან სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის დეგუსტაცია, გამოფენა, გაყიდვა გაიმართება.

12:00 – 19:00 საათზე რიყის პარკში სოფლის მეურნეობის ქართული პროდუქციისა და ნუგბარის დეგუსტაცია, გამოფენა, გაყიდვა გაიმართება.

12:00 – 19:00 საათზე მეტეხის ხიდზე რარიტეტული და უახლესი ავტომობილების გამოფენა გაიმართება.

12:00 – 19:00 საათზე რიყის პარკში სოფლის მეურნეობის ქართული პროდუქციისა და ნუგბარის დეგუსტაცია, გამოფენა, გაყიდვა გაიმართება.

12:00 – 19:00 საათამდე ”ახალი ტფილისის” ტერიტორიაზე პანტომიმის თეატრის წარმოდგენა გაიმართება.

12:00 – 19:00 საათამდე რიყის პარკში გაიმართება სპორტული ღონისძიებები, რაგბისა და მინი გოლფის მოედანი, პარკური და კალათბურთი.

12:00 – 19:00 ”ახალ ტფილისში” ქუჩის მუსიკოსების კონცერტი, ასევე სასულე ორკესტრის მსვლელობა გაიმართება.

12:00 – 19:00 საათამდე რიყის პარკში გაიმართება კულინარიული შეჯიბრი ნიკა წულუკიძესთან ერთად. ასევე მოეწყობა კულინარია – დეგუსტაცია, და ჩატარდება მასტერკლასები.

12:00 – 19:30 საათამდე ევროპის მოედანზე გაიმართება კონცერტები, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სტილიზებული ფოლკლორის თეატრი „ნაბადი”, ანსამბლი „თბილისი’’, ფოლკლორული ანსამბლი „ხარება”, ანსამბლი „თბილისური კვარტეტი” , ჯგუფი „გიო + ” ახალი პროექტით , ჯგუფი „The Jetbird” და ჯგუფი „Goofyland”.

15:30 – 17:00 საათამდე ”ახალ ტფილისში” თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი „ბიგ-ბენდის” კონცერტი გაიმართება, ხოლო 16:00 საათიდან 17:00 საათამდე გამოფენა Error images .

18:00 – 19:00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი 2016″ – ის დაჯილდოვება, ხოლო 19:00 – 20:00 საათამდე „თბილისზე მზრუნველის” დაჯილდოვება გაიმართება.

19:00 – 20:30 ”ახალ ტფილისში” „თხრობა მუსიკით“ – დათო ევგენიძის აკომპანიმენტით, ხოლო 20:00 – 20:30 საათზე „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ წარმოდგენა გაიმართება.

21:00 – 22:00 ”ახალ ტფილისში” „თბილისური ეზო” გაიმართება , ხოლო 21:00 – 22:45 საათამდე თბილისის მეიდანზე გალაკონცერტი – „ჩემო თბილის ქალაქო” ჩატარდება.

23:00 – 01:00 საათამდე თბილისელების განწყობაზე DJ GACHA იზრუნებს „ახალ ტფილისში“.

კომენტარის დატოვება