,,გრცხვენოდეთ!“ – სკანდალი ოპერის თეატრში

ანიტა რაჭველიშვილის პასუხი სამხატვრო ხელმძღვანელს:

„კვლავ ბუნდოვანი პასუხები, კვლავ ტყუილების კასკადი. ამდენი ადამიანი თეატრის მძიმე მდგომარეობაზე ხმას იმაღლებს, – ოპერა იძირება!! “ – წერს სოციალურ ქსელში ოპერის მსოფლიო ვარსკვლავი ანიტა რაჭველიშვილი. მომღერალი სხვა ვარსკვლავებთან ერთად ოპერის სამხატვრო ხელმძრვანელს დავით კინწურაშვილს უპირისპირდება და სამართლიანობის აღდგენას ითხოვს. მათი თქმით მომღერლებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის საშუაება არ ეძლევათ, არის სხვა ბევრი პრობლემაც რაშიც სამხატვრო ხელმძღვანელს ადანაშაულებენ. ანიტა რაჭველიშვილი რუსთავი 2-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში დავით კინწურაშვილის „თავის მართლებას“ აპროტესტებს და ვრცელ კომენტარს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

ანიტა რაჭველიშვილი: გამოვრიცხავ ემოციას და მხოლოდ ფაქტები:.40 დადგმული ბალეტი და მხოლოდ 3 აღმდგარი ოპერა (ისიც არა დადგმული) 37 შტატში გაფორმებული სოლისტი და აქედან მხოლოდ 10-მდე რეალურად დასაქმებული. 335.000 ლარი გადანაწილებული დირექციის 17 კაცზე… როგორც ვითომდა სახელფასო დანამატი(თავად შემოქმედებითი დასიდან კაციშვილს ლარი არ აუღია),არანაირი შიდაგანაწესი, არანაირი წლიური გეგმა, არანაირი თეატრის სტრატეგია, არანაირი სტაჟიორების აღზრდა-დასაქმება
და ა.შ და ასეთი სიტუაციის მერე თურმე კიდევ….შეთქმულებას ვუწყობთ თორემ თეატრი როლექსის საათივით მუშაობს. უკვე სახარხაროა მართლაც ეს კომენტარი სატირალი რომ არ იყოს.
ამ ადამიანს ცოცხალი თავით არ სურს სიმართლისთვის თვალებში შეხედვა…
კომენტარი 1. არ შემეძლო დასისთვის მეთქვა გავაჩეროთ ჩვენი საქმე და ვახტანგის კონცერტზე გადაერთეთო. სრული აბსურდი !ბატონი ვახტანგ მაჭავარიანი მას არანაირად არ სთხოვდა ეს დღეს და ხვალ გავაკეთოთო და შე დალოცვილო, დასს ამუშავებ??? რაზე? იქნებ ჩვენც გაგვანდო? არანაირი გეგმა და ცხრილი, ხვალ რა ახალ მიუზიკლურ ღინისძიებაზე ავარდება “პატარა მეფე” კაცმა არ იცის დასში. მით უმეტეს,კაცი გპირდება…თუ დადგამ ალექსი მაჭავარიანის ოპერა “ჰამლეტს”ედინბურგის ფესტივალია დაინტერესებული ამ ოპერითო… და ამაზე ამბობ უარს? რატომ?იმიტომ რომ სამწუხაროდ ბატონმა ვახტანგმა უნდა იდირიჟოროს მამამისის ოპერა და შენ ვერ იქნები “ჰამლეტის”საღამოს მთავარი გმირი??და თუ არ გსურდა ვახტანგის პროექტი….ბოლობოლო უთხარი პირში და დაამთავრე. რას იბარებ თეატრში, მერე აღარ უშვებ, ყურმილს არ იღებ, ტელეფონს უთიშავ…..რა კატათაგვობანას ეთამაშები ადამიანს?

დალოცვილო,.იქნებ ფილმ “ხარება და გოგიასთვის” ან “ღიმილის ბიჭებისთვის” მაინც გეყურებინა…დაინახავდი რას ნიშნავს საქართველოში კაცობა ,ვაჟკაცობა, ძმაკაცობა, პურის ერთად გატეხვა, გვერდში დგომა და არა ეს ფლიდური და მშიშრული ჟესტები რაც თვისებაა არავაჟკაცური, უმეგობრო და დაკომპლექსებული მარაზმატიკებისა.
კომენტარი 2. ქავთარაშვილს შტატში ვერ ავიყვანდიო….შე კარგო დედმამიშვილო….ვინ გყავს თეატრში დრამატული სოპრანო???? ადამიანი იტალიის სცენებზე მღერის, იქით უნდა ეხვეწებოდე თეატრში სიმღერას…სასწაული შიმშილი გაქვს დრამ.სოპრანოების… 30 კაცს დაუსაქმებლად აჭმევ პურს და მათ კი ვისაც 4 თვეში ერთხელ ასაქმებ… მათ შორისაც არ მოგეძებნება დრამატული სოპრანოები და ცნობილ მომღერალს უმიზეზოდ უარს ეუბნები? ეს კი იმის ბრალია რომ ცნობილი ადამიანი თუ ვარსკვლავი დასში არ გაწყობს… რადგან ის ნაცრისფერი მასა არ გაგიხდება. ის მუშაობას მოგთხოვს, მას პრეტენზია ექნება დონეზე და კრეატივზე, მას ვერ მართავ, ის შენი მონა არ იქნება და აქედან იწყება უარის მიზეზი და არა სხვა ვოკალურ მხარეებში.
კომენტარი 3. ოპერის კომბინატის თემა ბუნდოვანი აღმოჩნდაო. რა სასაცილოა. ბუნდოვანი კი არ აღმოჩნდა….ეს ბატონი დავითის ერთი ჩვეულებრივი წინასაარჩევნო ტრიუკი იყო, რითაც სურდა ხალხის “დაბოლება” თორემ მშვენივრად იცოდა რომ არანაირი კომბინატის ამშენებელი 100 წელი არ იყო. ისევე როგორც არ აქვს თეატრს არც ბუფეტი, არც დამხმარე სარეპეტიციო დარბაზები და არც ნორმალური დონის სამკერვალო საამქრო როგორც არის მიღებული ტოპ თეატრებში.
კომენტარი სარქისიანის ქორწილზე ხომ საერთოდ “შედევრი”იყო.კი, მივეცით ქორწილისთვის “სპექტაკლი” რა იყო ამაში ცუდიო? გადაიხადა კაცმა ფული და ასე ხდება ეს უცხოეთშიცო.

ბატონო დავით, რატომ შეგყავთ საზოგადოება ბილეთების სკანდალის მსგავსად შეცდომაში რომ ასეთი ფაქტები ევროპის თეატრებშიც ხდება??ეს ხომ სრული სიცრუეა? ეს ხომ აბსდურდია? ასეთ ფაქტზე ევროპაში მთელი თეატრის დირექციას გადააყენებდნენ. მაშინ კეთილი ინებეთ და დაასახელეთ ეს თეატრები და მე გადაგიმოწმებთ.

რატომ არ საუბრობთ ფაქტებით? რატომ არ ასახელებთ ამ თეატრებს? ესე იგი ლა სკალას თეატრში ან ვენის შტაატსოპერაში ქორწილის გამართვა ეს მიღებული ფორმაა თუ გადაიხდი?

გრცხვენოდეთ ბატონო დავით ასეთი ფიცხლავი ტყუილისთვის. მაშინ, ნებისმიერი, ვინც გადაიხდის…დაბადების დღეებიც გაამართვინეთ, ერთი იარუსი ბარემ სასტუმროდაც გადააკეთეთ და ნებისმიერ მსურველს ვინც გადაიხდის თეატრის ყველა ასპექტში ხმარება შეეძლება. ეს კი არა… გაქვთ მცდელობა, ეგ შენობა, რადგან საოპერო სპექტაკლებით და რეპერტუარით ვერ ამუშავებთ და შემოსავალი ნულის ტოლფასია…. ასეთი გვერდითი და არალეგალური, არაესთეტიური გაქირავებებით ამოიღოთ ფული და გადააქციოთ ოპერის თეატრი დუქნად და რიტუალების შენობად.რა თქმა უნდა,ეს ხომ უფრო იოლი გზა ვიდრე ვერდის “ტრუბადური” ან პუჩინის “ბოჰემა” დადგმით მოპოვებული თანხები.
აი, ეს არის თქვენი უსუსური არგუმენტები! გუშინ კიდევ ერთხელ დარწმუნდა ფართო საზოგადოება რომ ოპერის თეატრს მართავს ერთი შემთხვევითი “გემის კაპიტანი”,რომელიც შემთხვევით მოხვდა გემზე,ყოველგვარი ცურვის ცოდნის გარეშე!!!
ეს გადაცემა დასაწყისი ეტაპია,წინ გველის გაერთიანებული კრება ბატონ მინისტრთან ერთად და შემდგომ…თუ სამართლიანობამ არ იზეიმა და კვლავ რაღაც ხრიკებს ექნა ადგილი…ვაპირებთ,მივმართოთ უფრო ზემდგომ პიროვნებებს და კავშირზე ვართ ინტერნაციონალურ წამყვან ტელე პრეს მედიასთან. მსოფლიოს კულტურის გამშუქებელ არხებთან, რომლებიც ჩვენგან პირველ ინფორმაციას და “წითელ ღილაკზე ხელის დაჭერას” ელოდებიან!!! საკმარისია,უკვე ამ ფარსის ატანა და ოპერის უკუსვლაზე საკუთარი თავის დასაძრომი,უნამუსო და უსუსური და უნამუსო არგუმენტების კასკადი!!

ამ ბატონს სინდისიც არ გააჩნია თურმე და ისე ინფორმაციისთვის; ყველაფერი რაც თქვა არის 100% ტყუილი! პრინციპში იმ რეალობაში რომელშიც ახლა ვცხვრობთ ეს მარაზმი არ მიკვირს.
ბატონო დავით,უმიზეზოდ აგორებული არაფერი არ არის! კარგად გამოგივიდათ რუსი ოლიგარქისადმი თეატრის მიქირავების ბიზნესი,იმ ფაქტის დავიწყებით,რომ ეს თეატრი სახელმწიფოა და არა თქვენი კერძო საკუთრება! ხო და გთხოვთ წადით და რესტირანს უმენეჯერეთ,ხელოვნებას და მუსიკას თავი დაანებეთ! ნამუსი იქონიეთ ბოლოს და ბოლოს!!!

წყარო: newposts.ge

 

კომენტარის დატოვება