მამუკა მდინარაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ 27% არ აკმაყოფილებს, რადგან მას უნდოდა ყველაფერი და პოლიტიკურ ყველაფერს მე მგონია, რომ ვერასდროს მიაღწევს

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ თავისი რადიკალიზმისა და ტყუილის ფონზე არ მგონია, რომ ამაზე წამოვიდნენ, რადგან მათ არ აწყობთ მოლაპარაკება და არ უნდათ სახელმწიფოებრივი შედეგი, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა პოლიტიკური პარტია, რომელიც ალეკო ელისაშვილის მსგავსად მიიჩნევს, რომ განმეორებითი არჩევნების ჩატარების გარეშეც შევა პარლამენტში.

მდინარაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ 27% არ აკმაყოფილებს, რადგან მას უნდოდა ყველაფერი და მისივე თქმით, პოლიტიკურ ყველაფერს „ნაც მოძრაობა“ ვერასდროს მიაღწევს.

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ თავისი რადიკალიზმისა და ტყუილის ფონზე არ მგონია, რომ ამაზე წამოვიდნენ, რადგან მათ არ აწყობთ მოლაპარაკება და არ უნდათ სახელმწიფოებრივი შედეგი. ისინი ფიქრობენ მხოლოდ თავის ძალაუფლებაზე, „ევროპულ საქართველოს“ დასაკარგი არაფერი აქვს, რადგან პრაქტიკულად ვერ მოხვდა თავისი ლიდერშიფით პარლამენტში, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ 27% არ აკმაყოფილებს, რადგან მას უნდოდა ყველაფერი და პოლიტიკურ ყველაფერს მე მგონია, რომ ვერასდროს მიაღწევს და სწორედ ქართული საზოგადოება განაპირობებს ამას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.