ჯო ბაიდენის თქმით. აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 600 ათასს გადააჭარბებს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით პროგნოზების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 600 ათასს გადააჭარბებს.

„სიკვდილიანობის უფრო მეტი შემთხვევა გვექნება. პროგნოზების თანახმად, საერთო ჯამში, გარდაცვლილთა რიცხვი სადღაც 600-660 ათასს მიაღწევს მანამ, სანამ ყველაზე რთულ ეტაპს გადავლახავთ და სიტუაცია გაუმჯობესებას დაიწყებს. დარწმუნებული ვარ, რომ პანდემიას დავამარცხებთ, თუმცა ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისში პანდემიის საკითხი აქტუალური იქნება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.