ვახტანგ გომელაური ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულებზე – ვინ თქვა, ვინ მონათლა, რომ მოღალატეები არიან?! – მითხარით სახელი და გვარი!

ვინ თქვა, ვინ მონათლა, რომ მოღალატეები არიან?! – ვინმე ოფიციალურად გამოვიდა და გამოაცხადა?! მითხარით სახელი და გვარი! – ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

მინისტრმა ასევე თქვა, რომ მათ პოლიტიკურ პატიმრებს ვერ დაარქმევს.

„ყველა ადამიანი თანასწორია. ვინც დააშავებს პასუხი უნდა აგოს – იქნება მინისტრი, რიგითი თანამშრომელი თუ დეპარტამენტის ხელმძღვანელი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.