ორმა კაცმა რაც შევძელით, მაქსიმუმი გამოვგლიჯეთ „ქართულ ოცნებას“, დანარჩენი ოპოზიცია არის 54 დეპუტატით გარეთ დარჩენილი, ისინიც შემოვიდნენ, დაელაპარაკონ და დავასრულოთ ეს ყველაფერი – ალეკო ელისაშვილი

ორმა კაცმა რაც შევძელით, მაქსიმუმი გამოვგლიჯეთ „ქართულ ოცნებას“. დანარჩენი ოპოზიცია არის 54 დეპუტატით გარეთ დარჩენილი, ისინიც შემოვიდნენ, ისინიც დაელაპარაკონ, იმუშაონ და დავასრულოთ ეს ყველაფერი – ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანთან, მამუკა მდინარაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„თვითმმართველობის არჩევნებზე პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს დანარჩენმა ოპოზიციამაც, ეს არის ერთადერთი საკითხი, რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. ერთ რამეს ვიტყვი გულწრფელად, სამი საკითხი და საარჩევნო საკითხები თითქმის ბოლომდე წამოვიღეთ, ამაზე ვმუშაობთ უკვე რამდენი ხანია. ორმა კაცმა რაც შევძელით მაქსიმუმი გამოვგლიჯეთ „ქართულ ოცნებას“. დანარჩენი ოპოზიცია არის 54 დეპუტატით გარეთ დარჩენილი, ისინიც შემოვიდნენ, ისინიც დაელაპარაკონ, იმუშაონ და დავასრულოთ ეს ყველაფერი“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს.