დისკრიმინაცია როგორც ამოქმედებული სტიგმა

თამთა მეგრელიშვილი

იურისტი

მართალია დღეს კაცობრიობა პროგრესული და ცივილური გახდა მაგრამ მთელი რიგი საკითხების მიმართ არსებობს სტიგმა,სტიგმა რომელიც სხვა არაფერია თუა არა ამოქმედებული დისკრიმინაცია.

რატომ გაჩნდა საზოგადოებაში სტიგმა და დისკრიმინაცია აივ/შიდსით ინფიცირებულთა მიმართ?

სტიგმისა და დისკრიმინაციის ცამოყალიბებას ხელი შეუწყო შემდეგი სახის ფაქტორებმა: აივ ინფექცია არის უკურნებელი სენი აივ ინფექცია გადამდებია აივ ინფექციის გადაცემისა და თავიდან არიდების შესახებ საზოგადოება ინფორმირებული არ არის აივი სამწუხაროდ ნარკომანიასთან ,პროსტიტუციასთან ასოცირდება.

რაში ვლინდება სტიგმა?

ადამიანების დაყოფა “ჩვენ” და “ისინი” მათთან ურთიერთობის აკრძალვა,თავის არიდება დისკრიმინაცია,დაცინვა. რატომ არის საშიში საზოგადოებაში სტიგმისა და დისკრიმინაციის არსებობა? სტიგმისა და დისკრიმინაციის შიშით,რომ საზოგადოების მხრიდან გარიყულები აღმოჩნდებიან,ადამიანები ერიდებიან აივზე ტესტირებას,ინფიცირებულები მალავენ საკუთარ სტატუსს,უარ ამბობენ მკურნალობასა და მათთვის განკუთვნილი სპეციალიზებულ პროგრამებში მონაწილეობაზე რითაც საფრთხეს უქმნიან საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

რა ითვლება დღევანდელ საზოგადოებაში სტიგმისა და დისკრიმინაციის ამსახველ ძირითად მაგალითებად?

აივ ინფიცირებულტა და შიდსით დაავადებულთა სამედიცინო დახმარებაზ ეუარის თქმა მათი სამუშაოდან დათხოვნა ან დასაქმებაზე უარის თქმა აივ ინფიცირებულთათვის განათლების უფლების შეზღუდვა. აივ ინფიცირებულთა და შიდსით დაავადებულთა იზოლაცია და იძულებითი მკურნალობა კონფიდენციალურობის დარღვევა ანონიმურობაზე უფლების შეზღუდვა აივ ინფიცირებული ადამიანების გარიყვა საზოგადოებიდან,ზოგჯერ ოჯახშიც კი…

ჩემი სტატია ემსახურება ძირითად მიზანს ჟურნალისტები დავაფიქრო არსებულ არასწორ დამოკიდებულებაზე,რადგან მათზეა დამოკიდებული როგორ მიიტანენ ინფორმაციას ადრესატამდე.მათ შეუძლიათ როგორც სტიგმისა და დისკრიმინაციის გამძაფრება ასევე ამ დაავადების მიმართ საზოგადოების ადეკვატური რეაქციისა და მოქმედების ხელშეწყობა. ცხადია,ნებისმიერი საკითხი უნდა გაშუქდეს ობიექტურად და ეთიკური ნორმების დაცვით მაგრამ ასეთი სენსიტიური საკითხების გაშუქებისას მეტი ყურადღებაა საჭირო. უნდა აღმოიფხრას გაშუქების სენსაციური ტენდენცია, მოვიპოვოთ მიუკერძოებელი,ობიექტური ინფორმაცია, ზუსტად უნდა გვესმოდეს ტერმინოლოგია,მაგ:(აივისა და შიდსის განსხვავება და სხვა), რესპოდენტების შერჩევისას არჩევანი გავაკეთოთ ადამიანის უფლებათა დამცველებზე, ოჯახის წევრებზე, სოციოლოგებზე, ფსიქოლოგებზე,არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებზე,სასულიერო პირებზე ანუ ფრთხილად შევარჩიოთ კონტიგენტი.

იმ შემთხვევაში თუ ამ ჯგუფის წარმომადგენელი თავად გამოთქვამს გადაცემაში მონაწილეობის სურვილს შეცვალეთ მისი სახელი,გვარი,საცხოვრებელი ისე გადაიღეთ რომ ნათესავებისა და ახლობლებისთვისაც კი ძნელად ამოსაცნობი იყოს მისი რეალური მისამართი რათა დაიცვათ ანონიმურობისა და კონფიდენციალურობის პრინციპი.

ასევე აუცილებელია აივ ინფექციის მატარებელსა და მისი ოჯახის წევრებს აუხსნათ ის სავარაუდო შედეგები, რომელიც შეიძლება რეპორტაჟის გამოქვეყნებას მოჰყვეს. ეს არის იმ წესების მცირე ჩამონათვალი, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელი და საჭიროა. ჟურნალისტებს უნდა ახსოვდეთ, რომ მათ ააქვთ შესაძლებლობა და ვადებულება საზოგადოებას მიაწოდონ ზუსტი და ობიექტური ინფორმაცია და სიტუაცია განსაკუთრებულია მაშინ, როდესაც საქმე ეხება აივ/შიდსის საკითხებს.

კომენტარის დატოვება