შალვა ნათელაშვილი – პოლიტიკაში რაც თავი მახსოვს, „აიფიესები“ და „ისფედები“აყალბებდნენ ყველა არჩევნებს, თუმცა პარლამენტი მოკვდა და ახლა რას დაწერენ, ამას მნიშვნელობა არ აქვს

პარლამენტი მოკვდა არჩევნების დღესვე. არ მჭირდება არანაირი „ისფედი“, „აიფიესი“, „აირაი“, „ენდიაი“. რას დაწერენ ისინი, შემდეგ როგორ შეცვლიან, გადააკორექტირებენ, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნები მასობრივად გაყალბდა, რის გამოც „რეჟიმი უნდა წავიდეს“.

„ახლა, ადამიანი რომ მოკვდება, არ მჭირდება არანაირი ისფედი, „აიფიესი“, „აირაი“, „ენდიაი“, ის მოკვდა. პარლამენტი მოკვდა არჩევნების დღესვე. ისინი რას დაწერენ, მერე როგორ შეცვლიან, გადააკორექტირებენ, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. საპარლამენტო არჩევნები მასობრივად გაყალბდა, რეჟიმმა მიიტაცა ძალაუფლება. რეჟიმი უნდა წავიდეს, მიუხედავად იმისა, ისფედები და აიფიესები რას დაწერს.

არ ვენდობი ნამდვილად, რადგან აი, ეს „აიფიესები“ და „ისფედები“აყალბებდნენ ყველა არჩევნებს, რაც თავი მახსოვს პოლიტიკაში. ენდიაი, აირაი, აიფიესი, ისფედი და სხვა, ესენი იყვნენ ყველა გაყალბებული არჩევნების ასე ვთქვათ, მაცხოვნებლები და დამამტკიცებლებები. თუ ასე გააგრძელებენ, სჯობს, არ ისაქმიანონ ამ ქვეყანაში და არ გაუტეხონ სახელი თავის ქვეყნებს, საიდანაც ისინი მოვლენილები არიან აქ.

ნებისმიერ ორგანიზაციას შევხვდები ქვეყნის სასიკეთოდ და სამომავლოდ, მაგრამ თვითონ თუ აქვთ ეგ სურვილი, არ ვიცი. სხედან რაღაც ჯურღმულში და რაღაცებს წერენ. თვითონაც არ სჯერათ თავისი დაწერილის. ასწორებენ და შემდეგ თავიდან გადაწერენ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.