…და იზრდებიან ვაჟკაცები სამშაბლოს სადარაჯოზე…

ბავშვთა და მოზარდთა  თეატრალური ფესტივალიმაჩაბელა დასრულდა.  დაჯილდოვების ცერემონიალზე სააგენტომ GeoMediaTV, როგორც ფესტივალის ერთ-ერთმა საინფორმაციო მხარდამჭერმა პრიზები თავის რჩეულებს გადასცა.

14656431_1434000786614439_2246531223423823518_n

წელს სააგენტოს პირველი რჩეული რჩეული გახდა ხელოვნების სკოლა  „აფხაზეთი 1„-ის თეატრალურ სტუდია, რომლის ხელმძღვანელია თამარ იმნაშვილი. სკოლის დირექტირია თამარ ახალაია. პატარა მსახიობებმა წარმოადგინეს სპექტაკლი „წუთისოფელი ასეა“.

ბავშვებმა – გიორგი მურისიძემ,  დავით გუგუნავამ, ანასტასია ბრეგვაძემ, ანასტასია მიმინოშვილმა, სოფო სახოკიამ, ანა კუპრავამ, ნიკა ჭანტურიამ, დანიელ პირველმა, საბა დათუკიშვილმა, გიორგი აბშილავამ, ნათია ფანცულაიამ და ვახტანგ ქარჩავამ ისე გაითავისეს როლები, თითოეული მათგანი ისე გრძნობდა სათქმელს, რომ მაყურებელი კიდევ ერთხელ ჩააფიქრეს წუთისოფელზე.

მტერი მოგვადგა კარზედაო!-და ისე შეეცვალათ სახეები, ისეთი თვალებით იმზირებოდნენ სცენიდან, ისე იგრძნეს სამშობლოს გასაჭირი, რომ მაყურებელს დრო დაავიწყდა, ალბათ სწორედ ასეთი შემართებით და გრძნობით მიდიოდნენ ჩვენი წინაპრები სამშობლოს დასაცავად.

ჯადოსნურ, ზღაპრულ სამყაროში ვიყავით და ყველას ერთი ნატვრა ჰქონდა-სულ მალე აფხაზეთში გაიმართოს ფესტივალი და აფხაზეთის გარეშე გაზრდილმა თაობამ იქ, ულამაზეს კუთხეში წარმოადგინოს სპექტაკლი.

და ბოლოს, ჩვენს რჩეულ დასს ფესტივალის პრიზი და დიპლომები გადაეცათ,  დასის ორი მსახიობი კი ნომინაციაში-საუკეთესო როლის შესრულებისთვის ჟიურიმ დამატებით დააჯილდოვა.

კომენტარის დატოვება