შესაძლოა “ოცნების” სიაში მოქმედი მინისტრები და დეპუტატები იყვნენ

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარული სიის პრეზენტაცია, სავარაუდოდ, ივლისის პირველ რიცხვებში გაიმართება,-ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

პარტიის აღმასრულებელი მდივანი მაჟორიტარი კანდიდატების შესახებ მედიაში დღეს გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ სიაში მოქმედი მინისტრები და დეპუტატები იყვნენ.

  „თითქმის დასრულებულია სამუშაო პროცესი მაჟორიტარულ სიასთან დაკავშირებით. რაც შეეხება გვარებს, რომელიც გავრცელდა, სია ნამდვილად არ შემიძლია დაგიდასტუროთ. არის გარკვეული დამთხვევები, თუმცა, მთლიანობაში სია არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენი მაჟორიტარული სიის პრეზენტაცია უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ, ივლისის პირველ რიცხვებში დაიგეგმება. იქ შეიტყობთ თითოეულ სახელსა და გვარს“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარის დატოვება