გია ვოლსკი ნინო ბურჯანაძეს პასუხობს – მაგარი საყურებელი იქნებოდა ჩემი და განკაცებული ბურჯანაძის ჩხუბი

ასაკოვანთა ჩხუბი იქნებოდა მაგარი საყურებული, მე და განკაცებული ბურჯანაძე, – ამის შესახებ „ფეისბუქში“ წერს საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.

გია ვოლსკი პასუხობს „ერთიანი საქართველოს“ ლიდერ ნინო ბურჯანაძეს, რომელმაც თქვა: „გია ვოლსკი საცემია დღევანდელი განცხადებისთვის, კაცი რომ ვიყო, ვცემდი“.

„გია ვოლსკი არის საცემი იმისთვის, რაც თქვა; არავის მოვუწოდებ მისი ცემისკენ, ძალადობისკენ, თუნდაც იმიტომ, რომ ასაკოვანი ადამიანია, მაგრამ მისი ტოლი რომ ვიყო, კაცი რომ ვიყო, პირდაპირ გეუბნებით, ვცემდი. ივერი მელაშვილი, 60 წელს გადაცილებული კაცი, რომელიც ციხეში იჯდა, რომელიც აბსოლუტურად არაფერ შუაშია იმ უბედურებასთან, რაც დააბრალეს; ძალიანაც რომ სდომოდა მიწების გაყიდვა, ამისი უფლებამოსილება არ ჰქონდა და ვერაფერს გააფუჭებდა – რა თქვა დღეს ვოლსკიმ, რომ ივერი მელაშვილი, გულით ავადმყოფი კაცი, ოთხი თვე რომ ციხეში იჯდა, ვიღაცამ სპეციალურად მიიყვანა მაღაზიაში, რომ მას შეურაცხყოფა მიეღო ვიღაცისგან. აღარ მეგონა, 30 წლის თავზეც ასეთ საზიზღრობებს თუ ვნახავდი“, – განაცხადა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „ფორმულას“ ეთერში.