დღეს მთავვარი პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნაა, რომელიც მოსახლეობაში მძიმე რეაქციას იწვევს, ჩვენც გვიხარია, რომ ქვეყანაში ყველაფერი გახსნილი იყოს – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,  დღეს ყველაზე მთავარი პრიორიტეტია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელსაც მოსახლეობა ყველაზე მძიმედ აღიქვამს.

„მოგეხსენებათ, დღეს მთავვარი პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტია, რომელიც მოსახლეობაში მძიმრე რეაქციას იწვევს. თუ ჩვენ შევინარჩუნებთ ამ ტიპის ეპიდსიტუაციას, რაც ახლა უკვე მიღწეულია, ბოლო შვიდი და 14 დღის განმავლობაში, რაც ბათუმში გავაკეთეთ, რომ ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანპსორტი, ეს უნდა მოხდეს ახლა თბილისში, ქუთაისში, რუსთავში. შემდეგ გადავალთ კიდევ სხვა შეზღუდვის მოხსნაზე. ჩვენც გვიხარია, რომ ქვეყანაში ყველაფერი გახსნილი იყოს, მაგრამ ხაზს ვუსვამ, ეს უნდა იყოს ეტაპობრივად. მე ჩემს მოსაზრებას მოგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე უფრო პრიორიტეტულად მიმაჩნია ტრანსპორტის და შემდგომ სასწავლო დაწესებულებების გახსნა“, – განაცხადა გამყრელიძემ.