ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ თეა წულუკიანისგან პარლამენტის სხდომაზე ტელეფონის ნომრის გამოცხადება ამაზრზენი საქციელია

პარტია „მოქალაქეების“ წევრი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თეა წულუკიანისგან ნიკა გვარამიას ნომრის პარლამენტის სხდომაზე გამოცხადება ამაზრზენი საქციელია.

„პუნქტობრივად ვერ ვიტყვი, რომელი კანონის დარღვევაა, იურისტი არ ვარ, მაგრამ იყო ძალიან მიუღებელი, აღმაშფოთებელი და ამაზრზენი საქციელი გამოქვეყნება, მით უმეტეს, დეპუტატისგან, ყოფილი იუსტიციის მინისტრისგან და სტრასბურგის სასამართლოში ნამუშევარი ადამიანისგან. ასეთი რამე გამაოგნებელი იყო. ველოდი, რომ თავის ნომერს იტყოდა, მაგრამ არც ამის გამბედაობა ეყო. პირიქით, გვარამიას ნომერი თქვა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.