„კვდება ადამიანი არავინ უსმენს, 8 სახეობის ინფექცია აქვს მუცელში, 80 კილო იყო და 40 დარჩა“  – ქსნის ციხეში პატიმარმა პროტესტის ნიშნად მუცელში ბასრი საგნით თვითდაზიანებები მიიყენა

ქსნის N15-ე  პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარმა მუცლის არეში ბასრი საგნით თვითდაზიანებები მიიყენა. იგი საპატიმროდან  „ვივია მედის“ კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც დაშავებული პატიმრის მამა ბეჟან რეხვიაშვილი აცხადებს, მისი შვილი წელიწადზე მეტია მუცლის არეში ტკივილებს უჩივის, 8 სახეობის ინფექცია აქვს, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევს.

„კვდება, ყურადღებას არავინ აქცევს და იძულებული გახდა ამ ზომამდე მისულიყო. წელიწადია დავდივარ, ვეხვეწები გამოიკვლიონ – 8 სახეობის ინფექცია აქვს მუცელში. ყველაფერი გვავს საბუთებიც და ანალიზის პასუხებიც. ყურადღების მიმქცევი არავინ არ არის.

8 თვის განმავლობაში ასეა, სიარულის დროს ეცემა, ყურადღებას არავინ აქცევს. წელიწადზე მეტია არავინ გასინჯა, არანაირი დიაგნოსტიკა არ ჩაუტარებიათ. 80 კილო იყო და 40 დარჩა, კვდება ადამიანი არავინ უსმენს. ან გადამივადონ, ან სამაჯურით გამოუშვან მოვარჩინო და ჩემი ხელით მოვუყვან უკან, მეტი რა გავაკეთო, თვითნ არ მკურნალობენ,“- აცხადებს დაშავებული პატიმრის მამა.

როგორც ცნობილი ხდება, აღნიშნული პატიმარს უკან, ქსნის ციხეში დღესვე დაბრუნებენ.