გია ვოლსკი – როცა მიხეილ სააკაშვილი აკეთებს განცხადებებს „პოლიტიკურ გვამებთან“ დაკავშირებით, საკმაოდ სერიოზული შეკითხვები მებადება

როცა მიხეილ სააკაშვილი აკეთებს განცხადებებს „პოლიტიკურ გვამებთან“ დაკავშირებით, საკმაოდ სერიოზული შეკითხვები მებადება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ბულინგი ქართულ პოლიტიკაში ჩვეულებრივი ამბავი გახდა.

“ამასთანავე, ეს არის სერიოზული დაპირისპირება ორ პოზიციას შორის, ერთი ვინც მოგვიწოდებს დესტქრუქციისკენ და ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მის გარშემო შეკრებილნი და მეორე არის საერთაშორისო თანამეგობრობა, თუ საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნას ითვალისწინებს რომელიმე სუბიექტი, ჩემი პირადი ანტიპათიის მიუხედავად, რასაკვირველია, სახელმწიფოს წინაშე არის პირნათელი. ეს იწვევს სწორედ გაღიზიანებას იმ კლასტერში, რომელსაც სააკაშვილი ხელმძღვანელობს. ბულინგი ქართულ პოლიტიკაში ჩვეულებრივი ამბავი გახდა, სამწუხაროა, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი, მაგრამ ეს არ შეეფერება არც კულტურას , არც ტრადიციას და არც იმ ჩამოყალიბებულ დამოკიდებულებას ადამიანების მიმართ, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იყო ტრადიციად ქცეული საქართველოში, მაგრამ არც ტრადიცია, არც კულტურა და არც ფასეულობა კონკრეტული ჯგუფისთვის არ არის არგუმენტი, რომლითაც შეიძლება მომავალი პოლიტიკური ცხოვრება გააგრძელონ,”- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ “პარლამენტში ოპოზიციიდან არავინ შესულა, გარდა ოთხი გვამისა”.