“დღესაც ძალიან გვჭირდება გურამ შარაძე საქართველოში! ნათელი დაადგეს მის ხსოვნას…”

მარინა ლათიბაშვილი

ჟურნალისტი

მარინა

17 ოქტომბერი გურამ შარაძის დაბადების დღეა! მუდამ ასე იყო საქართველოში-ეროვნული მუხტისა და ძალის ადამიანს ასპარეზზე გამოსვლისთანავე სვავებივით დაესეოდნენ და ხან შუბლში ტყვიას ესროდნენ ,ხან-შიმშილით სულს ამოაძრობდნენ ,ხან სადღაც ტყეში ,,თვითმკვლელობით” ამთავრებინებდნენ სიცოცხლეს . გურამ შარაძეს დღისით,ქუჩაში,აუარება ხალხის თვალწინ ესროლეს და ასე გამოუტანეს განაჩენი….

…მიზეზი კი ბევრი ჰქონდათ: ილიას ცხოვრების შესწავლა და მანამდე უცნობი მასალების მოძიება, საქართველოზე უზომოდ შყვარებული ინგლისელი და-ძმის მარჯორი და ოლივერ უორდროპების ცხოვრება და მოღვაწეობა, ქართული ემიგრაციის გაცნობა,ემიგრანტული ლიტერატურის საქართველოში ჩამოტანა,ბრძოლა თურქი-მესხების ჩამოსახლების წინააღმდეგ,ბრძოლა ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემისათვის,პირადობის დამადასტურებელ საბუთებში ეროვნების გრაფის აღდგენა და კიდევ ვინ მოთვლის…

guram_sharadze

   როგორც ჩანს,გურამ შარაძე ბევრს უშლიდა ხელს, განსაკუთრებით კი ანტიეროვნულ ძალებს, რომელთათვისაც მუდამ დღის წესრიგში დგას თურქი-მესხების ჩამოსახლება.სულ ერთია ვისი შვილი ხარ და რომელ ეროვნებას მიეკუთვნები..სულ ერთია, სიტყვა ,,ქორწინების” ქვეშ რა ქვეტექსტი იკითხება-ქალისა და მამაკაცის ქორწინება თუ კაცისა და კაცის,ან ქალისა და ქალის….სულ ერთია,აქამდე დაკარგულ ტერიტორიებს მიემატებოდა თუ არა კოდორიც და ახალგორიც…ბევრია,ერთი ადამიანის კვალობაზე ბევრი!…დღესაც ძალიან გვჭირდება ასეთი მამულიშვილები! დღესაც იბრძვის საქართველო ამ ყველაფრის დასაბრუნებლად და შესანარჩუნებლად! ნათელი დაადგეს მის ხსოვნას იქ, სადაც ,,მართალნი განისვენებენ!”

 

კომენტარის დატოვება