“დედაენის ბაღში”, სადაც “დაუმორჩილებლობის მარშის” მონაწილეები იმყოფებიან, დაპირისპირება მოხდა

“დედაენის ბაღში” ხმაურია. დაპირისპირება “დაუმორჩილებლობის მარშის” მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის ერთ-ერთი მონაწილე პოლიციამ დააჯარიმა. დაჯარიმებული პირის განცხადებით, ის აფთიაქში გავიდა, რის შემდეგაც პოლიციამ დააჯარიმა.

შეგახსენებთ, რომ  ისინი აპროტესტებენ 21:00 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვისთვის დაწესებულ რეგულაციას და მის მოხსნას მოითხოვენ.