იმედა გოგავა: “ფურთხის ღირსიდან” “წყევლის ღირსი” მაინც არ გახდეთ…”

F-news

იმედა გოგავა

“რესპუბლიკური პარტია”

წარსულის გადაფურცვლა, წარსულის გახსენება, წარსულის მონატრება ან ახალი სამყარო, ახალი გარემო, ახალი სახელმწიფო…
მუდმივი დილემა საქართველოს წინაშე…
დილემა მენტალური, დილემა ფსიქოლოგიური, დილემა გონებრივი…
გონებასა და მეხსიერებაში ღრმად ჩარჩენილი სსკრ…
მარტივად დავიწყებული ანექსია, წართმეული ავტოკეფალია, ეშელონებით გადასახლებული და დახვრეტილი მამულიშვილები, ცივილიზებული სამყაროს მუდმივი საფრთხობელა – წითელი ურჩხული და დაუვიწყარი სტეპები, უფროსი ძმის სინდრომი და გრძელფეხება ნატაშები და ტანიები…
მუდამ ნოსტალგიური საბჭოთა ხუთწლედები და კომუნისტური დიქტატურა…
მოკლედ, როგორც ბებერ ევროპაში იტყვიან: – NO COMENT…
დაფიქრდით ხალხო, იღუპება “გეორგია”…
არ მინდა პათეტიკა, არ მინდა დემაგოგია არც წყევლა და შეჩვენება…
თქვენ გეკითხებით, მარადუპრინციპო 65 პროცენტს, ახლა სად ხართ?!
ახლა მაინც გადახედეთ წარსულს…
ახლა მაინც მიმოიხედეთ ირგვლივ, რეალობას თვალი გაუსწორეთ და ხმა ამოიღეთ…
თქვენ, მარად მერყევო 65 პროცენტო, გევედრებით – “ფურთხის ღირსიდან” “წყევლის ღირსი” მაინც არ გახდეთ…
საქართველოდან შორეა ამერიკამდე…
საქართველოდან შორეა ევროპამდე…
საქართველოდან შორეა გურჯისტანამდე…
საქართველოდან ახლა მხოლოდ კრემლის კონტურები მოსჩანს და ხელის გაწვდენაზე მხოლოდ ГРУზია დარჩა..

კომენტარის დატოვება