თუ სააკაშვილი უნდა გახდეს შემდეგი უზურპატორი, არათუ შევალ პარლამენტში, არამედ ვეცდები, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რათა ამ ხალხს ჩავუხსნათ მანდატები, ისეთი მოხდეს, რომ მათ პოლიტიკაში ადგილი აღარ ჰქონდეთ – ვახტანგ მეგრელიშვილი

„გირჩის“ ლიდერის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“  დაარწუმებს, რომ არ სურს  ქვეყანაში ხელისუფლების უზურპაცია, მაშინ, პარლამენტში არამარტო შევლენ, არამედ „ოცნებასთან“ ერთად ყველაფერს გააკეთებენ, რათა გარეთ დარჩენილ ოპოზიციას  მანდატები ჩაუხსნან.

„თუ „ქართულმა ოცნებამ“ დაგვარწმუნა იმაში, რომ მას არ სურს ამ ქვეყანაში ხელისუფლების უზურპაცია მეტად, მეტად იმას ნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში ის დათანხმდება მართლა პროპორციულ არჩევნებს და ვიღაც პარტიები და პოლიტიკოსები ამაზე არ მოდიან, მე რა მინდა იმ ხალხთან ერთად?  რა სიტუაციაში შეიძლება დავრჩე  მათთან ერთად, რომელიც აპირებს, რომ ხელისუფლების უზურპაციით ისარგებლოს იმ შემთხვევაში და ვთქვათ, მიშა სააკაშვილი გახდეს შემდეგი უზურპატორი.

ამ შემთხვევაში, არათუ შევალ, ვეცდები, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ  ამ ხალხს ჩავუხსნათ მანდატები, ისეთი მოხდეს, რომ ამ ხალხს პოლიტიკაში ადგილი აღარ ჰქონდეთ,“ – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.