კახა კალაძე: 524 მგზავრი საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასვლას პირბადის გარეშე შეეცადა, 3 790-ს არასწორად ტარების გამო მიეცა გაფრთხილება

524 მგზავრი საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე ასვლას შეეცადა, რაც ჩვენმა თანამშრომლებმა აღკვეთეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ რეგულაციების დაცვასთან დაკავშიებით, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარებას ეხება, არსებული სტატისტიკა წარმოადგინა.

„524 მგზავრი საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასვლას პირბადის გარეშე შეეცადა, რაც ჩვენმა თანამშრომლებმა აღკვეთეს და მათ ამის შესაძლებლობა არ მიეცათ. ​3 790-ს მიეცა გაფრთხილება პირბადის არასწორად ტარების გამო. ძირითადად, ცხვირზე არ ჰქონდათ აფარებული. ჩამოწეული პირბადთ იყვნენ და გაფრთხილება მიეცათ.

საპატრულო პოლიციის გამოძახება მხოლოდ ერთხელ დაგვჭირდა, რადგან პირბადეს არ იკეთებდა. ასევე მინდა გითხრათ, რომ ერთ შემთხვევაში არ დაიძრა ავტობუსი, რადგან მგზავრი მოთხოვნებს არ ემორჩილებოდა“, – განაცხადა კალაძემ.