შალვა ნათელაშვილი – ჩვენ პარლამენტში არ შესვლით უარი ვთქვით  პრივილეგიებზე,  დეპუტატი ისე უნდა დადიოდეს ფეხით, მგზავრობდეს მეტროთი, ტროლეიბუსით ისევე, როგორც ხალხი

პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალი, პოლიტიკური კრიზისი გამწვავებაა, რომელიც შიგნით და გარეთ უნდა გამწვავდეს, ვგულისხმობ პოლიტიკურ ფორმატს, – ამის შესახებ, „ლეიბორისტების“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველზე“ საუბრისას განაცხადა.

როგორც ნათელაშვილმა აღნიშნა, დეპუტატებს, არანაირი პრივილეგიები არ უნდა ჰქონდეთ და ისინი ჩვეულებრივ ადამიანებივით უნდა იყვნენ,

ოპოზიციას არ უნდა გაეპაროს თვალი, ფეხი, სული  და გული მათიკაშვილის უკანონო  პარლამეტისაკენ. შესაბამისად, ამ ყველაფერს განწირული ხალხის საპროტესტო მოძრაობა. ამ ყველაფერს დაერთვება ის, რომ შეერთებული შტატებიდან წამოვა ოლიგარქის მამხილებელი განცხადებები, შემდეგ ევროპაც გამოფხილზდება და იმედია, შემცირდება ბიძინასგან დაფინანსებული ევროელიტის უპასუხისმგებლო განცხადებები. ივანიშვილის მილიარდებს დაყადაღების საფრთხე დაემუქრება.

დღევანდელი  ქართული ოპოზიციის ისტორიული მნიშვნელობა განუმეორებელი  და არ ნახულია. ჩვენ პარლამენტში არ შესვლით უარი ვთქვით  პრივილეგიებზე, ხელფასებზე, კაბინეტებზე, შტატებზე, იმუნიტეტზე, დიპ.პასპორტზე, მანქანებზე, დაცვაზე – ის, რაც ეკუთვნით  დეპუტატებს, მაგრამ სინამდვილეში, არ არ უნდა ეკუთვნოდეთ.

დეპუტატი ისე უნდა დადიოდეს ფეხით, მგზავრობდეს მეტროთი, ტროლეიბუსით ისევე, როგორც ხალხი,“- განაცხადა ნათელაშვილმა.