“შთამომავლობით სამეფო დინასტიიდან ვარო და ჯალალედინსაც შეერწყა გენეტიკურ კენწეროზე”

ხელოვნების კვლევათა დიქტორი, ტელე  ჟურნალისტი და თსუ პროფესორი  თამარ ბელქანია  „ობიექტივის“ ეთერით დავით თარხან მოურავის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე  კომენტარს აკეთებს:

-„ზოგადად საქართველოს ისტორია ძლიერ მონარქთა ნარატივია.

 წიგნის გამოცემაც კი მეფის სახელს უკავშირდება. ჯერ მარტო ის რად ღირს აღმაშენებელი მეფეს რომ შეარქვა ქართველმა.

მეფემ რომელმაც  რუისურბნისის კრება მოიხმო, და სასულიერო ველის გაჯანსაღებით  ერის გაჯანსაღება შეძლო რამაც ქვეყანა სახელმწიფოდ აქცია… ერთიან ძლიერ ქვეყნად…ძლიერ კავკასუად.

 კონსტიტუციის შექმნაც კი 11 ს სამეფო კარს უკავშირდება,.. ეს ნიშნავს რომ სწორედ მეფის ინსტიტუტი იყო დემოკრატიის ფლაგმანი….გადის წლები და ობიექტივში კარიკატურული ფიგურა მეფის ინსტიტუტის სრულ პროფანაციას ახდენს.

მეფე და რომანივები რომ ყვარებოდა რუსეთს დღესაც ეყოლებოდა მეფე და არა პუტინი. თუ პუტინი გიყვარს და მეფე გენატრება, ეს რაღაც ახალია ქართულმედია კოლოფში.

შთამომავლობით  სამეფო დინასტიიდან ვარო და ჯალალედინსაც შეერწყა  გენეტიკურ  კენწეროზე.  რამის ერთ ტოტზე შემოჯდა დადიანებთან, გრუზინსკებთან და სად ერეკლე და სად მუჰამედი ვეღარ გავიგეთ…

ეს არის ტექნოლოგია ისტორია აქციო პაროდიად,  სიტყვა ,,მეფე” კი უკვე ღიმილისმომგვრელ ემოციად. არადა არ მგონია, რომ ეს ყველაფერი სასაცილო იყოს!“-აცხადებს თამარ ბელქანია.

წყარო: თბილისი 24

კომენტარის დატოვება