ნიკა მელიას მიმართ სადეპუტატო უფლებამოსულების შეწყვეტას ჩვენ მხარს არ დავუჭერთ, არ მემეტება საპატიმროსთვის – ლევან იოსელიანი

„ნიკა მელიას მიმართ სადეპუტატო უფლებამოსულების შეწყვეტას ჩვენ მხარს არ დავუჭერთ. შევეცდებით, “ქართული ოცნებიდან” კოლეგები დავარწმუნო , რომ მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის სწორი იმ საქმეზე, რაზეც უფლებამოსილება ერთხელ უკვე შეუწყდა და მის მიმართ გამოყენებული იყო გირაო,- ამის შესახებ “მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, კოლეგები გამოჩნდებიან, რომლებიც ამ საკითხს უფრო მეტი პასუხისმგებლობით შეხედავენ და გაიაზრებენ პოლიტიკური კრიზისის კონტექსტში, სადაც პროცესს კიდევ უფრო გაართულებს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა.

მოლაპარაკებების სივრცეს ასეთი გადაწყვეტილება ძალიან დაავიწროვებს. ვისურვებდი, რომ ნიკა მელიას გირაო გადაეხადა. არ მემეტება, საპატიმროსთვის, თუმცა მისი გადაწყვეტილებაა, მან როგორც პოლიტიკოსმა ეს რისკი აიღო, ალბათ, აქვს თავისი გეგმა, რაც ამ ყველაფერს უნდა მოჰყვეს,” – განაცხადა იოსელიანმა.