ნიკა მელია – გამორიცხულია, „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხოს ჩემი დაჭერა, არა იმიტომ, რომ მაგარი ვარ და ოპოზიციაა მაგარი, უბრალოდ, საფუძველი არ არსებობს

გამორიცხულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხოს ჩემი დაჭერა. კალაძით დაწყებული, კობახიძით დამთავრებული, დაზუთხულივით იმეორებენ, რომ გადავიხდიდი გირაოს, ხომ არ გადავიხადე? ახლა ვამბობ, რომ ვერ დამიჭერენ თქვენი ლიდერები და ისინი ამბობენ, რომ დავიჭერთო. ენდეთ ემპირიულ გამოცდილებას და მენდეთ მე, არ ენდოთ თქვენს პოლიტიკურ ლიდერებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

„რატომ ლაპარაკობთ დაჭერაზე? თქვენ ფიქრობთ, რომ მურუსიძე, ჩინჩალაძე, კობახიძე, კალაძე და გავრილოვი არიან იმ მდგომარეობაში, რომ მე დამიჭირონ საქმეზე, რომელზე დაპატიმრების საფუძველიც არ აქვთ? სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ამის თავი მათ არ აქვთ. არც ივანიშვილს, არც გავრილოვს და არც ამ ადამიანებს აქვთ ამის თავი. პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების თავი არ აქვთ, რომ შავზე თეთრი თქვან და ამაში დაარწმუნონ საზოგადოება. მე ძალიან მიკვირს, რატომ ბაქიბუქობენ, რისი თავიც არ აქვთ?

არ არსებობს, გამორიცხულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხოს ჩემი დაჭერა. არა იმიტომ, რომ მაგარი ვარ და ოპოზიციაა მაგარი, უბრალოდ, საფუძველი არ არსებობს ამის და კარგად უნდა გაიგოს „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატმა, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავარდეთ. ასე გაგაკეთებინეს უკვე, ერთხელ ხელი დაგაჭერინეს ღილაკზე პარლამენტში და შემდეგ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში იგრძენით თავი, როდესაც სასამართლოთი მოუწიათ ჩემი არ დაჭერა. ხალხი, რომელიც პოლიტიკურ ლიდერებად გყავთ, კალაძით დაწყებული, კობახიძით დამთავრებული, რომლებიც დაზუთხულივით იმეორებენ, რომ გადავიხდიდი გირაოს, ხომ არ გადავიხადე? ვისი პროგნოზი გამართლდა, ჩემი თუ თქვენი პოლიტიკური ლიდერების? ახლა ვამბობ, რომ ვერ დამიჭერენ თქვენი ლიდერები და ისინი ამბობენ, რომ დავიჭერთო. ენდეთ ემპირიულ გამოცდილებას და მენდეთ მე, არ ენდოთ თქვენს პოლიტიკურ ლიდერებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.