ნიკა მელია – ხაზები გავლებულია, წილი ნაყარია, გავრილოვის პოზიციაც დაფიქსირებულია და ჩემი დაკავება არის შეუძლებელი

ხაზები გავლებულია, წილი ნაყარია, გავრილოვის პოზიციაც დაფიქსირებულია და ჩემი დაკავება არის შეუძლებელი იმიტომ, რომ ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და პოლიტიკურად ვერ გაბედავენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

„დავუშვათ შევსულიყავი მართლაც პარლამენტში და ზურგი შემექცია საზოგადოებისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ასი ათასობით ამომრჩევლისთვის და დღეს ვყოფილიყავი პარლამენტში, ალეკო ელისაშვილის გვერდით – მე დღეს შემიწყვეტდნენ უფლებამოსილებას? შემიჩერებდნენ იმუნიტეტეს? რა თქმა უნდა, არა! მეტიც, ნებისმიერი საკითხი, რომელზეც მე შეიძლებოდა მიმემართა

„ქართული ოცნებისთვის“ და მეთხოვა რურუას გათავისუფლებიდან დაწყებული, რურუას გაათავისუფლებდნენ კი არა, საკუთარ რამდენიმე დეპუტატს დაიჭერდნენ, ოღონდ მე შევსულიყავი პარლამენტში. ამას არ გააკეთებდნენ ხომ?! და ესეიგი თუ მე შევიდოდი და მაინც შემიჩერებდნენ იმუნიტეტს, მე სწორად მოვქცეულვარ რომ არ შევსულვარ?! ამიტომ აქედან ჩანს ხელისუფლების ნება, როცა უნდა დაიჭერს ოპონენტს, როცა უნდა დაემუქრება დაჭერით, როცა უნდა არ დაემუქრება დაჭერით – ეს უბრალოდ იმ ხალხისთვის საკვებია, ვისაც ჰქონდა სურვილი შესულიყო პარლამენტში,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.