ნიკა მელია: ალეკო, ჩემი ფეხით არ მომიყვანო მაგ პარლამენტში, ჩემი ხელით გამოგიყვან – აგიღებ და გამოგიტან გარეთ

ჩემი ფეხით არ მომიყვანო ალეკო მაგ პარლამენტში, ჩემი ხელით გამოგიყვან პარლამენტიდან, – ასე პასუხობს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, ის მზადაა, რომ თავისი ხელფასი ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად გადაურიცხოს.

როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, მას არ სჭირდება, რომ ვინმემ გირაო გადაუხადოს.

„ჩემი ფეხით არ მომიყვანო ალეკო მაგ პარლამენტში, ჩემი ხელით გამოგიყვან პარლამენტიდან. აგიღებ და გამოგიტან გარეთ, მართლა არ მომიყვანო. რა შენი ხელფასიდან გადამიხდი?- განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიასთან დაკავშირებით, პროკურატურის შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით, პარლამენტის კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს.