ნიკა მელია – სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, უსამართლობას არ შევეგუები, მართლა ჩალით ხომ არ არის დაფარული ეს ქვეყანა, ხომ არ გადაირიეთ?!  თქვენ გგონიათ, რომ მე ციხეში გამიშვებთ?! ვერ ეღირსებით!

„ქართული ოცნების“  დეპუტატებს მოუწევთ ბოდიში მოუხადონ სახელმწიფოს. ის ხალხი, რომლებიც დღეს, სხდომათა დარბაზში იყვნენ, დამოუკიდებელები არ არიან. ჩემი ადვოკატები რატომ არ შეუშვეს?!  ჩვეულებრივ სხდომასათან ხომ არ გვქონდა საქმე?! მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაჭერა რიგითი ამბავი არ არის, – ამის შესახებ, „ნაციონალური მოაძრაობის“ თავმჯდომარებ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ნიკა მელიამ სამაჯურის მოხსნის თაობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ  სასამართლოს გადაწყვეტილებას იმთავითვე არღვევდა, ამ აქტით კი, მისი დაჭერა არავის გადაუწყვიტავს.

ასევე, როგორც მელია აღნიშნავს,  საქართველოს ვერცერთ ღირსეულ მოქალაქეს მურუსიძე და სხვები, ვერ გაასამართლებენ, ხოლო გავრილოვის ხელის დარტყმით კი

„სასამართლოს იმ გადაწყვეტილებით, სადაც მე ერთ-ერთ პუნქტად სამაჯურის გაკეთება დამევალა, ასევე სიტყვით გამოსვლაც მქონდა აკრძალული.  სახლიდან გამოსვლისთვის,  პროკურორისთვის უნდა დამერეკა და თანხმობა მიმეღო. არც პროკურორს ვურეკავდი და საჯარო სივრცეშიც სიტყვით გამოვდიოდი ანუ,  იმ გადაწყვეტილებას იმთავითვე ვარღვევდი. მაშინ რატომ არ ვიყავი დასაჭერი?!  ამ ადამიანებს ასე სჩვევიათ.  დამოკლეს მახვილებს ჰკიდებენ ადამიანებს და თუ დაიმონეს, დაიმორჩილებენ.  მათ პარტიაში ყველა დამონებული ჰყავთ.

მონებო, ვერ გამასამართლებთ და ვერც ის მურუსიძე  მონა ვერ გაასამართლებს საქართველოს ვერცერთ ღირსეულ მოქალაქეს, მორჩა და გათავდა, შეეგუეთ ამას. ჩიგოგიძე, კობახიძე, თალაკვაძე, ოდიშარია – ბიძინა ივანიშვილის მონები არიან.

გავრილოვის ხელის დარტყმით ვერ დამიჭერთ, გაგიწყდებათ ის ჯაჭვი, რომელიც მყარი გეგონათ და ფიქრობდით ფონს გახვიდოდით.

სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, უსამართლობას არ შევეგუები. კმარა, როდემდე  უნდა გაგრძელდეს, თითქოს, კანონის სახით ადამიანების გასამართლება.  ალეკო ელისაშვილს ვეკითხები, მე რომ პარლამენტში შევსულიყავი, დღეს პროკურორი  პარლამენტში ჩემს გასასამართლებლად მივიდოდა?! რა თქმა უდნა , არა!   იმიტომ, რომ  ნიკა მელიაც თქვენნაირი მონა იქნებოდა და მელიას დაჭერა აღარ გენდომებოდათ,

დავანებოთ გავრილოვს თავი, კობიაშვილის ხელით, რომელსაც მიუხედავად ყველაფრისა მაინც რომ მოვუგე გლნდაში, გინდათ ჩემი დაჭერა?! მართლა ჩალით ხომ არ არის დაფარული ეს ქვეყანა, ხომ არ გადაირიეთ?!  თქვენ გგონიათ, რომ მე ციხეში გამიშვებთ?! ვერ ეღირსებით!, “ – განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა  ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს მხარი დაუჭირა.