შალვა ნათელაშვილი – როგორც კი ხელი გაგექცევათ ნიკა მელიას დასაჭერად პულტის დაწკაპუნებაზე, ჩემი ხელით შეგყრით ყველას ციხეში

ნიკა მელიას დასაჭერად პულტის დაწკაპუნებაზე როგორც კი ხელი გაგექცევათ, ჩემი ხელით შეგყრით ყველას ციხეში, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მივმართავ პარლამენტში მილიონების საშოვნად დასკუპებულ მილიონრებს, ოდიშარიადან დაწყებული ხახუბიათი დაგვირგვინებული როგორც კი ხელი გაგექცევათ ნიკა მელიას დასაჭერად პულტის დაწკაპუნებაზე, მოკლე ხანში ჩემი ხელით შეგყრით ყველას ციხეში და ეს გაფრთხილება კარგად გაიაზრეთ“, – წერს შალვა ნათელაშვილი.