ნიკოლოზ მჭედლიშვილი: აქამდე ვიცოდი, რომ მელია დედლებს ჭამდა საქათმეში, ახლა მელია თვითონ არის დედალი და მდედრები აიფარა ფარად

აქამდე ვიცოდი, რომ მელია დედლებს ჭამდა საქათმეში, ახლა მელია თვითონ არის დედალი და მდედრები აიფარა ფარად, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი წერს.

„ეს ყველაფერი კომედია იქნებოდა, სხვა ქვეყანაში რომ ხდებოდეს, მაგრამ, აქ ჩემს ქვეყანაში ტრაგიკომედიად გადააქციეს, იმიტომ რომ ეს ჩვენი ქვეყანაა. ნავალნის პოლიტიკური შეხედულებები, განსაკუთრებით საქართველოსთან მიმართებაში, არ მომწონს, მაგრამ ჩავიდა და ჩაჯდა, იმიტომ რომ არის კაცი… ამდენი მხდალი ქართულ პოლიტიკაში, ერის ტრაგედიაა“, – წერს ექსპერტი.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების საკითხს განიხილავს.