გია ვოლსკი მელიასთვის პატიმრობის შეფარდებაზე – არცერთი დემოკრატიული ქვეყნის, არცერთ სასამართლოში, ვერცერთი მოსამართლე სხვანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით, არცერთი დემოკრატიული ქვეყნის, არცერთ სასამართლოში, ვერცერთი მოსამართლე სხვანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა.

„რა პროცესებსაც ამ ვერდიქტის შემდეგ ვუყურებთ, შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა გააჩნია. რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, აუცილებელი არაა იურისტი იყო რომ მიხვდე, რაღაც ისეთი ხდება, რაც კითხვებს ბადებს. არცერთი დემოკრატიული ქვეყნის, არცერთ სასამართლოში, ვერცერთი მოსამართლე სხვანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. ყველამ კარგად იცის, რომ თავიდან სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სამაჯურის გაკეთება შეზღუდვებით, მელია ამ ფორმით უნდა დალოდებოდა მთავარ სასამართლოს, სადაც შტურმში მინი მონაწილეობა განიხილებოდა. შესთავაზეს გირაოს გადახდა და სამაჯურის გაკეთება, მეტი არაფერი არ იყო შეთავაზება, ვფიქრობ რომ რაღაც საკითხებთან დაკავშირებით ნაკლები სიმკაცრეც გამოიჩინეს. რეალურად ერთადერთი, რაც სასამართლოს სხდომებამდე მოეთხოვებოდა, მიუხედავად ამ პოლიტიკური აქტივობისა, გააფთრებული ბრძოლისა, სამაჯურის თემა იყო. ერთადერთი პირობა იყო, რომ უნდა შეესრულებინა. როცა ასეთ ვითარებაში საზოგადოების წინ, დემონსტრაციულად ამბობ, რომ მე ვიხსნი სამაჯურს, ეს იმას ნიშნავს, რომ განცხადებას აკეთებ „მოდით და შემიფარდეთ სხვა აღკვეთი ღონისძიება“.