გიორგი ბარამიძე სალომე ზურაბიშვილზე: ეს ის იშვიათი განცხადებაა, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს არ ასამარებს

ეს ის იშვიათი განცხადებაა, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს არ ასამარებს, – ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელშიც ის პოლიტიკური სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაციისა და დაძაბულობის განმუხტვის აუცილებლობაზე საუბრობს.

„ეს ის იშვიათი განცხადებაა, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს არ ასამარებს, როგორც ის განცხადებები, რომ საქართველომ დაიწყო ომი ან სასწრაფოდ აზერბაიჯანმა მოლაპარაკებების გარეშე უნდა დაგვითმოს რაღაც, რაც სადავოა და ა.შ. ძალიან ტრივიალური წინადადებაა, რომელსაც ვეთანხმები – სწორედ ამისკენ მოგვიწოდებენ ჩვენი დასავლელი კოლეგები, რომ კონფრონტაციის გარეშე შედგეს დიალოგი. ჩვენ კონფრონტაციაზე არ მივდივართ და მზად ვართ დიალოგისთვის. ხელისუფლებაში მყოფმა ძალამ უნდა გამოავლინოს პასუხისმგებლობა, თუ აქვს, და შესაბამისად, გადადგას ის ნაბიჯი, რომელსაც მოუწოდებს ქართველი ხალხის ჯანსაღი ნაწილი, თვით სალომე ზურაბიშვილიც კი და, რა თქმა უნდა, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები”, – განაცხადა ბარამიძემ.