როდის იმსჯელებს პრზიდენტი ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულების შეწყალებაზე?

შეიწყალებს თუ არა ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულებს პრეზიდენტი? ამ საკითხზე გიორგი მარგველაშვილმა კომენტარი ”კავკასიის” ეთერში, გადაცემა ”ბარიერში” გააკეთა.

-„არსებობს კითხვები სასამართლოსთან მიმართებაში, მაგრამ რა არის პასუხი ამ კითხვებზე?! ქართული სასამართლო საერთოდ გავაუქმოთ და პრეზიდენტმა გადაწყვიტოს ხოლმე ვის აქვს მისჯილი სამართლიანად და ვის არა?! თუ არსებობს სასამართლოსთან მიმართებაში კითხვები, პოლიტიკოსებმა უნდა შევეცადოთ და სისტემის რეფორმირებით, უკეთესი მოსამართლეების მეშვეობით ეს სისტემა გავაჯანსაღოთ. სასამართლოზე ზურგის შექცევა სახელმწიფოებრიობაზე ზურგის შექცევას ნიშნავს. ბუნებრივია, მე ყველა მსჯავრდებულის შეწყალების საქმეს განვიხილავ, მაგრამ კონტექსტი უნდა დავინახოთ. მე ნათლად ვთქვი, რომ ამ საქმემ უნდა გაიაროს ყველა ინსტანციის სასამართლო და მერე შიეძლება შეწყალებაზე მსჯელობა“-განაცხადა პრეზიდენტმა.

შგახსენებთ, რომ 28 ივნისს, 12:00 საათზე ,,თავისუფალი დემოკრატებირუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყებენ ქუჩის კამპანიას – ,,თავისუფლება ჯარისკაცებს”.

ირაკლი ალასანია პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ერთვება ხელმოწერების შეგროვების კამპანიაში, რომელიც ეხება ქალაქის ყველა უბნის, ყველა ქუჩის მკვიდრს, რათა ხელი მოაწეროს ჯარისკაცების თავისუფლების აქტს და თავისი წვლილი შეიტანოს სამხედროების გათავისუფლებაში.

კომენტარის დატოვება