ლიეტუვის საელჩო – ისტორიამ ნათლად აჩვენა, რომ არავითარი რაოდენობის ჯარს და იმპერიალიზმს არ შეუძლია, შეაკავოს თავისუფლების ნამდვილი ერთგულება

საქართველოში ლიეტუვის საელჩო საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს ეხმაურება. ლიეტუვის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა.

„მთელი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც წითელმა არმიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა. ისტორიამ ნათლად აჩვენა, რომ არავითარი რაოდენობის ჯარს ან არავითარ იმპერიალიზმს არ შეუძლია, შეაკავოს თავისუფლების ნამდვილი ერთგულება“, – წერს ლიეტუვის საელჩო.

საელჩოს ვებგვერდს გაზიარებული აქვს საქართველოში ლიეტუვის ელჩის, ანდრიუს კალინდრას განცხადებაც, სადაც აღნიშნულია, რომ 70-წლიანი ოკუპაციის შემდეგ საქართველოს თავისუფალმა სულმა გაიმარჯვა. ლიეტუვის ელჩი ოკუპაციის ამსახველ ფოტომასალას აქვეყნებს.