ლევან იოსელიანი – არ მჯერა, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას ამის გამბედაობა არ ექნება

არ მჯერა, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას ამის გამბედაობა არ ექნება, – ამის შესახებ „მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„მე არ ჩამიტარებია კვლევა, რამდენი პროცენტი უჭერს მის დაბრუნებას მხარს, მაგრამ მე არ მჯერა, რომ ის დაბრუნდება, იმდენჯერ თქვა და არ შეასრულა, რომ არანაირი საფუძველი არ მაქვს დავუჯერო, რომ დაბრუნდება“, – განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილის თქმით,  მას არასდროს უთქვამს, რომ კონკრეტულ რიცხვში დაბრუნდება, მაგრამ თუ საჭირო გახდება მსგავსი პირობის მიცემა, ამასაც გააკეთებს.