“საგანელიძემ პასუხი უნდა აგოს ქართველი ხალხის წინაშე და დატოვოს თანამდებობა!”

   საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის, თანამდებობრივი სარგო 21 ათას ლარს შეადგენს, თუმცა ეს სულაც არ ეუხერხულება დავით საგანელიძეს, მეტიც,  ის არც კი  აპირებს საბჭოს მიმართოს საკუთარი ხელფასის შემცირების ან გადახედვის მოთხოვნით.

“მე ორი დღის წინ მივიღე ოფიციალური წერილი ბატონი აკაკი ბობოხიძისგან, რომელიც ითხოვდა, რომ მიეცათ მისთვის დოკუმენტები, თუ რამდენი აქვს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელს ანაზღაურება.

მიმაჩნია, რომ ეს ანაზღაურება აბსოლუტურად ადეკვატურია. ზოგიერთის ხელფასი თუ არის 2 ათასი, 3 ათასი, 4 ათასი, ისინი საკმაოდ მაღალი დონის პროფესიონალები არიან. თუ ამ ხელფასებს დავწევთ, მათი გადინება მოხდება კერძო სექტორში, სადაც ბევრად უფრო მაღალია ანალოგიურ პოსტებზე ხელფასები.

რაც შეეხება ჩემს ხელფასს, მას საზღვრავს სამეთვალყურეო საბჭო, რომლის ხელმძღვანელი არის პრემიერი. მე უნდა მივმართო მთავრობას და მოვითხოვო, რომ გთხოვთ ჩემი ხელფასი განსაზღვროთ ასე. შესაბამისად, უნდა შეიკრიბოს სამეთალყურეო საბჭო და მიიღონ გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, რომ ამას არ გავაკეთებ იმიტომ, რომ რამდენიც არ უნდ დავწერო, ეს გახდება სალაპარაკო თემა, რომ მე დავინიშნე” – განაცხადა დავით საგანელიძემ.

   მედიაში ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ახალგაზრდების ჯგუფმა ღია წერილი გაავრცელა. როგორც თავად აღნიშნავენ, ისინი 2012 წელს „ნამდვილი ოცნების ნამდვილი აქტივისტები“ იყვნენ და არაფრით გვანან „დალხინებულ ოცნებაში შესასვლელად რიგში ჩამდგარ ახალ წევრებს“, ამიტომ რასაც ამბობენ არა ნიშნისმოგებით, არამედ სინანულით, რადგან სწორედ მათი ზურგით მოვიდა საგანელიძე ხელისუფლებაში და ისინიც “გრძნობენ პასუხისმგებლობას ამ უპასუხისმგებლო ადამიანის ხელისუფლებაში მოყვანისთვის”.

აქვე გეტყვით, რომ წერილს ხელმოწერებიც აქვს, ახალგაზრდებმა ვინაობის გამხელაც კი ისურვეს, მაგრამ რიგი მოსაზრებების გამო თავს ვიკავებთ გვარების დასახელებისაგან და ვიცავთ კონფედენციალურობას.

  „კარგა ხანია ჩუმად ვართ, მას მერე, რაც დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა, აღარც წარსულისკენ მიგვიხედავს, მაგრამ როგორც ყოველთვის, არც ახლა შეასრულა სიტყვა, პარლამენტიდან გადაბარგდა საპარტნიორო ფონდში, ეს წასვლაა? მან კიდევ ერთხელ დასცინა საზოგადოებას.

 ვნახეთ მის ხელფასზე გაკეთებულ განცხადებებზე საზოგადოების კომენტარები, ბევრს უკვირს, რად უნდა ან რაში იღებს ამხელა ხელფასსო, ზოგს აბრაზებს საგანელიძის კომენტარი-არც ვაპირებ ხელფასის გადახედვასო. ეტყობა მას კარგად არ იცნობთ, ეს ის კაცია, სიცოცხლის ფასად „ოცნების“ გამარჯვებისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს ჩანერგილი რომ უწოდა და ხელის მოთბობის მიზნით რაიონებში პარტიის თავმჯდომარეებად ან ყოფილი ნაცები, ან კიდევ გაურკვეველი წარსულის ადამიანები დანიშნა!!!“-განაცხადეს ახალგაზრდებმა და სხვადასხვა სააგენტოებზე თუ ტელევიზიებით უკვე მრავალჯერ გავრცელებული წერილის გამეორება და საზოგადოებისთვის შეხსენება ითხოვეს. მათი თქმით, დრო გადს და წერილი აქტუალურობას არ კარგავს.

487486_120011558148231_594949930_n

წერილს მცირე შემოკლებით გთავაზობთ:

ყველას ახსოვს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ თითქმის ყველა რაიონში ერთნაირი სიტუაცია შეიქმნა, ის ადამიანები, რომლებიც მართლაც რომ სიცოცხლის ფასად იბრძოდნენქართული  ოცნებისგამარჯვებისთვის შეურაცხყვეს დანაციონალური მოძრაობისაგენტებად შერაცხესნამდვილი ნაციონალები კი სხვადასხვა პარტიებში დაპორტირდნენ და თავისუფლად მოირგეს  ახლა უკვეგამარჯვებული ხალხისმანტია, ის კი დაავიწყდათ, რომ უამრავი ფოტო და ვიდეო მასალა არსებობს, თუ სად იდგნენ ისინი 2012 წლის არჩევნებამდე და რა მაისურით იწონებდნენ  თავსდავით საგანელიძე იყო ის ადამიანი, რომელიც რაიონებში ასეთ ადამიანებს ცილს სწამებდაივანიშვილის რეზიდენციასთან მყოფი ადამიანები მოიხსენიაქართულ ოცნებაში” ჩანერგილ  “ნაციონალური მოძრაობისაგენტებად. შეურაცხყო ადამიანები, რომლებიც ნამდვილი აქტივისტები იყვნენ და რაიონებშიფსევდო ქართული ოცნებები“ შექმნა. არაერთხელ მოვითხოვეთ,  ფაქტებით დაემტკიცებინა საგანელიძეს ჩვენინაციონალობა“, მაგრამ ამას ვერ ახერხებდა, რადგან ეს იყო სიცრუე. ვითხოვდით პასუხი ეგო ცილისწამებისთვის, თუმცა ყურადრება არავინ  მოგვაქცია, აი ამის შედეგს იმკის დღეს მთავრობა, ყოველ ნაბიჯზე რომ გაიძახისსაბოტაჟს გვიწყობენო.

საგანელიძე არის კაცი, რომელაც შეუძლია 15 ადამიანის წინაშე დადებული კაცური სიტყვა  გატეხოს და ისე შემოგხედოს, არ კი შერცხვეს.  მე დღესაც ვითხოვთ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას, რადგან სწორედ ამ ადამიანს ვედექით გვერდით, თორე საგანელიძის არსებობა ვინ იცოდა?  სამართლიანობის აღდგენას დრო არ აქვსაუცილებლად მივაღწევ მასთან შეხვედრას, ყველაფერს მოვუყვები და ვეტყვი, რომ საგანელიძისნაირი ადამიანები არ უნდა გააკაროს პარტიას, ჩვენ  დღესაც მზად ვართ შიშველი ხელებით დავიცვათქართული ოცნებაასეთი ხალხისგან. საგანელიძემ პასუხი უნდა აგოს ქართველხალხ წინაშე და კიდევ, დაუყოვნებლივ ჩამოშორდეს საპარტნიორო ფონდს!  არც იქ ზის ეგ ხალხისთვის, მხოლოდ საკუთარი ჯიბისთვის!…“

 

კომენტარის დატოვება