ადმინისტრაციული სახდელის სახით დაკისრებული ჯარიმის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა 2-წლამდე მცირდება

ადმინისტრაციული სახდელის სახით დაკისრებული ჯარიმის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა 5-წლიდან 2-წლამდე მცირდება.

გარდა ამისა, მოქმედი კანონით, სისხლის სამართლის საქმეზე დანიშნული ჯარიმის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა დამოკიდებულია ჩადენილი დანაშაულის კატეგორიაზე და 2-დან 15 წლამდე მერყეობს. პროექტის მიხედვით კი, ხანდაზმულობის ვადა სასჯელის ამ სახისთვის 5 წლით განისაზღვრება.

„აღსრულების კოდექსის“ პროექტი პარლამენტის ბიუროს 1-ელი მარტის სხდომაზე წარედგინება.