ჰიპოკრატეს ფიცის დამრღვევი ექიმები “მგლის ბილეთით” უნდა გათავისუფლდნენ!

ბოლო ხანებში ისევ გვესმის მოქალაქეების მიერ გამოთქმული უკმაყოფილება სასწრაფოს მუშაობის თაობაზე, ისევ გახშირდა დაგვიანებები, თუმცა შეიძლება ამას ახსნა მოვუძებნოთ-აცივდა, ვირუსები გავრცელდა, გამოძახებებმა იმატა და ბრიგადების ნაკლებობაა, მაგრამ როცა საქმე ექიმის გულგრილობას ეხება, იქ გამართლება დაუშვებელია! ღმერთმა დაგვიფაროს ეს საყვედური ყველას ეხებოდეს, მაგრამ არიან ისეთი ბრიგადებიც, გამოძახებაზე მოსულები თავს რომ გაყვედრიან და ისე აგდებულად, უხეშად და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ამაზრზენად გესაუბრებიან ავადმყოფს თუ მის პატრონს, თავს ძლივს იკავებ თავისი ადგილი არ მიუჩინო…მაგრამ იმ წუთას მის ხელში ხარ და მხოლოდ ერთი აზრი გაქვს-პაციენტს ეშველოს. ასეთი მაგალითები ხშირია, თუმცა ამაზე მოგვიანებით, ახლა კი ჰიპოკრატეს ფიცის დარღვევის ერთ კონკრეტულ ფაქტზე გვინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ.

ძაღლის დაგლეჯილი, დასისხლიანებული თამარ მოშიაშვილი სამედიცინო სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში არ გადაიყვანა, დაზარალებული მიმართავს მთავრობას და სასწრაფოს ადმინისტრაციას დაუყოვნებლივ შეისწავლონ აღნიშნული საკითხი გაათავისულონ ფილიალის მენეჯერი.

„მთავრობას ვთხოვ დახმარებას

მივმართავ ყველა ზომას აუცილებლად

მაჟორიტარო დეპუატტებო ჩემო მეგობრებო და არამეგობრებო დამეხმარეთ გთხოვთ ვინც ხართ მთავრობაში

გაინტერესებთ რა ქვეყანაში ვცხოვრობთ ?

მე და ჩემ ძაღლს დაგვარტყა მანქანამ რათქამ უნდა დაქოქა და წავიდა ჩემ ძაღლს გადაუარა მე ფეხი დავიზინე და ხელი პლუს მანქანა გადავლილმა ძაღლმა დამგლიჯა 1 საათში მოვიდა სასწარფო უამრავი ზარს შემდეგ,  სისხლი მდიოდა ნაავარიები პლუს ძაღლით დაგლეჯილი დაურეკეს სად გადავიყვვანოთ სავადმყოფოშიო და ამ ბრიგადის მენეჯერმა უთხრა ადგილზე დაუმუშავეთ საავადმყოფოში არაო. ძაღლის დაგლეჯილი ფეხიდან სისხლი მდიოდა პლიუს ხელიდანაც.

სადაც არ უნდ მომიხდეს ჩივილი და გაშუქება მოვითხოვ ამ სასწრაფოს მენეჯერიმა დატოვოს თანამდებობა აი ამ ბრიგადის მენჯერმა ამ თემას მე გავხდი საერთაშორისოს აუცილებლად…

ps: მაქვს ვიდეო როგორ არ გადამიყვანეს საავადმყოფოში.

ასეთი ისტორიების მოსმენისას მხოლოდ ერთი აზრი გეუფლება – ჰიპოკრატეს ფიცის დამრღვევი ექიმები “მგლის ბილეთით” უნდა გათავისუფლდნენ სამედიცინო სფეროდან!

 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა  აღნიშნული საკითხის შესწავლა უკვე დაიწყო.

9003

კომენტარის დატოვება