ნატალია ილიჩოვას ადვოკატი: პრემიერ-მინისტრი ყველა შემთხვევაში უნდა მოვიდეს სასამართლოში, თუ არ მოვა მერე უკვე არსებობს იძულებით მოყვანა
ნატალია ილიჩოვას ადვოკატის გიორგი მახარაძის განცხადებით, საქართველოს პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილის ე.წ კარტოგრაფების საქმეზე ჩვენების მისაცემად სასამართლოში მისვლა მოუწევს. მან აღნიშული განცხადაება დღეს, პროცესის დაწყებამდე გააკეთა.
„წინა ჯერზე სასამართლოში თავდაცვის მინისტრი გვეყოლებოდა დასაკითხი, ხოლო ახლა პრემიერი. ამ ყველაფერში რადიკალურ ცვლილებებს ვერ ვხედავ, როგორც იყო სხვა მოტივაციუები, ასევეა ახლაც.
პრემიერ-მინისტრი ყველა შემთხვევაში უნდა მოვიდეს სასამართლოში, თუ არ მოვა მერე უკვე არსებობს იძულებით მოყვანა და მემგონი, მსგავსი ღონისძიება არ გახდება საჭირო,“ – განაცხადა ადვოკატმა გიორგი მახარაძემ.
საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე პირველი არსებითი სხდომა საქალაქო სასმართლოში უკვე დაიწყო.
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.