გიგი უგულავა – პოლიტიკური პატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების საკითხი არის მთავარი, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს

გიგი უგულავა – პოლიტიკური პატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების საკითხი არის მთავარი, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს

პოლიტიკური პატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების საკითხი არის მთავარი, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

უგულავას თქმითვე,  შარლ მიშელთან ერთად შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით წარმოდგენილი 6-ვე საკითხი პრიორიტეტულია არა ფალსილიტატორისთვის, არამედ უკვე მედიაციისთვისაც.

„საკითხები, რომლებიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის მაგიდაზე იდო თავადვე, შარლ მიშელის მიერ იყო წარმოდგენილი. მან დაარიგა  ეს ყველაფერი მისცა ბატონ ღარიბაშვილსაც. ამ დოკუმენტის მიხედვით 6-ვე საკითხი პრიორიტეტულია არა ფალსილიტატორისთვის, არამედ უკვე მედიაციისთვის.

ასევე მინდა ავღნიშნო, რომ მოლაპარაკება ვერ იქნება სრულფასოვანი მანამ, სანამ მასში არ მონაწილეობს  ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია.  პოლიტიკური პატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების საკითხი არის მთავარი, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს,“ – განაცხადა უგულავამ.