მამუკა მდინარაძე – სააკაშვილზე საუბრისას ყველანი ვცოდავთ, როდესაც მასზე ყურადღებას ვამახვილებთ, მისი მმართველობა ამ ქვეყანამ როგორც სახადი, ისე გადაიტანა

სააკაშვილის  მმართველობა ამ ქვეყანამ როგორც სახადი, ისე გადაიტანა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე საუბრისას განაცხადა და გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის მიერ მიხეილ სააკაშვილი ურბანული დაგეგმარების საბჭოდან მოხსნას.

„წარსულის პოლიტიკოსზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას ყველანი ვცოდავთ, როდესაც მასზე ყურადღებას ვამახვილებთ. ეს ადამიანი არის სიმბოლო იმ ძალიან ცუდი წარსულისა, რომელიც ამ ქვეყანამ როგორც სახადი, ისე გადაიტანა. ამ ყველაფრის შემოქმედი  „ნაცმოძრაობის“ ლიდერი სააკაშვილი იყო.

დღეს, მოლაპარაკებების პროცესში ჩემი განცხადება არ მინდა ვინმეს მიმართ იყოს რაიმე მიზეზი, მიხეილ სააკაშვილზე მაინც ამას ვიტყვი – ის არის წარსულის პოლიტიკოსი, რომლის მმართველობაც საქართველომ როგორც სახადი, ისე გადაიტანა,“ – განაცხადა მდინარაძემ.