კახა კალაძე: თინა ხიდაშელს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ უნდა მიეღო

თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე თავდაცვის სამინისტრო საკუთარ უწყებაში სავალდებულო სამხედრო გაწვევას აუქმებს.

   ვიცეპრემიერ კახა კალაძის განცხადებით, თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს უწყებაში წვევამდელების გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ უნდა მიეღო.

“არის გარკვეული თემები, რომლებიც შეიძლება, მინისტრმა ერთპიროვნულად გადაწყვიტოს, მაგრამ არის თემები და მაგალითად, ასეთია სამხედრო გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება, რომლის ერთპიროვნულად გადაწყვეტაც არ უნდა ხდებოდეს. გუშინ, პრემიერმა და პრეზიდენტმა გააკეთეს განცხადებები, რასაც ვეთანხმები. ეს საკითხი უნდა იყოს განხილული, როგორც მთავრობაში, ასევე უშიშროების საბჭოში” – განაცხადა კალაძემ.

კომენტარის დატოვება