აშშ-ის სენატმა პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის დახმარებისთვის 1.9 ტრილიონი დოლარის ღირებულების პაკეტი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის დახმარებისთვის 1.9 ტრილიონი დოლარის ღირებულების პაკეტი დაამტკიცა.

ქვეყნის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სენატის გადაწყვეტილებას დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი უწოდა.

BBC-ის ინფორმაციით, შემოსავლის გარეშე დარჩენილი ამერიკელები ერთჯერადი დახმარების სახით 1 400 აშშ დოლარს მიიღებენ. გამოყოფილი თანხის ნაწილი ასევე მოხმარდება კორონავირუსის ტესტირების გაფართოებასა და შტატებს შორის ვაქცინის თანაბრად გადანაწილებას.

აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტიდან 1.9 ტრილიონი დოლარის გამოყოფას არ ეთანხმებიან “რესპუბლიკელები”. მათი თქმით, პანდემიით დაზარალებულ ქვეყანას ამ ოდენობის ხარჯები კიდევ უფრო დიდ ტვირთად დააწვება.