ლალი ბადურაშვილი: მე შევკრებ ქალებს!..

მსახიობი ლალი ბადურაშვილი უკვე რამდენი ხანია ველოსიპედის აღებას მოითხოვს. მან ამ საკითხზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება „იბერიას“ ეთერში.

-„დავით ნარმანიას ვუთხარი, ახლა შენ არ გცალია ჩემთვის, ცოტას გაცლი და თუ არ გააკეთებ ამას, მე შევკრებ ქალებს და იმ ველოსიპედს მაინც დავამტვრევ. ამას აუცილებლად ვიზამ, მე, ეკა ხოფერია და კიდე ბევრი ქალები. ჩემმა შვილმა თქვა ერეკლემ ყველაზე კარგად, რომელიც რეჟისორია, იმ ველოსიპედზე- ორი რული უნდა დაუყენო საწინააღმდეგო მიართულებით, ერთზე მიშა უნდა დასვა სააკაშვილი, მეორეზე ვანო მერაბიშვილიო და გაუშვა. მესმის, რაღაცას ჰქონდეს სილამაზე, ან კულტურული დანიშნულება, ეს სასაცილოა ნუ! არაფერს არ წარმოადგენს, სიმახინჯეა აბსოლუტური”-განაცხადა ბადურაშვილმა.

კომენტარის დატოვება