ყურადღების ცენტრში ზუგდიდი და მარნეულია მოქცეული – რა ხდება ამ წუთებში

   დღეს ყურადღების ცენტრში ზუგდიდი და მარნეულია მოქცეული. ჯიხაშკარში და ყიზილაჯლოში საპარლამენტო მაჟორიტარული არჩევნები ტარდება.

ზუგდიდში არჩევნებში მონაწილეობას “ნაციონალური მოძრაობიდან” სანდრა რულოვსი და “ქართული ოცნებიდან” ედიშერ თოლორაია იღებენ. რაც შეეხება მარნეულს, ერთმანეთს აჰმედ იმამყულიევიდა თამაზ ნავერიანი დაუპირისპირდებიან.

ჯიხაშკარში იმყოფება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მანანა კობახიძე. მისი თქმით ის ედიშერ თოლორაიას მხარდასაჭერადაა ჩასული. კობახიძე აცხადებს, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

-„თუ რაიმე დაირღვა, სწორედ ამის გამო აქ ტარდება განმეორებითი არჩევნები. ეს თავისთავად ლოგიკურია. იქნებოდა ცუდი ის, რომ დარღვევების მიუხედავად, ამ უბნის და სხვა უბნების, სადაც დღეს არის არჩევნები, ხმები მაინც დათვლილიყო და იგნორირება მომხდარიყო ამ დარღვევების, სხვა შემთხვევაში ყველაფერი იქნებოდა იგნორირებული და დაითვლიდნენ ხმებს ისე, როგორც აწყობდა ხოლმე ხელისუფლებას, თავის დროზე, როგორც ხდებოდა წლების წინ. დარღვევებით, ხელისუფლების ძალადობით არჩევნების შედეგების დადება. დღეს სხვა დროა. დღეს ხელისუფლება თვითონ არის დაინტერესებული, რომ არჩევნები იყოს მშვიდობიანი, დემოკრატიული. რაც აღიარა უკვე ყველამ, ყველაზე უფრო კვალიფიციურმა და ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა“ – განაცხადა მანანა კობახიძემ.

12:00 საათის მდგოამრეობით, 2016 წლის 22 ოქტომრბის განმეორებითი კენჭისყრა 12 საათის მდგომარეობით ზუგდიდის სამ საარჩევნო უბანზე (სოფ. ჯიხაშკარის 66.67.38, 66.67.79 და სოფელ განმუხურის 66.67.108 უბნებზე) მშვიდად მიმდინარეობს.

რაც შეეხება მარნეულს,  ნაციონალურ მოძრაობაშიამბობენ, რომ 8 ოქტომბრის არჩევნების დროს სოფელში სპეცრაზმის მიყვანა ამომრჩევლის დაშინებისთვის გაკეთდა. პარტიის ერთერთი ლიდერის გიგა ბიოკერიას განცხადებით, რომელიც მარნეულის 48- საარჩევნო უბანზე იმყოფება, ხელისუფებამ განსაკუთრებით მარნეულის აღნიშნულ ოლქში დაშინებისა და მუქარის მიზნით განსაკუთრებული ძალისხმევა გასწია.

ბოკერიას საპასუხოდ  ქართული ოცნებისერთერთი ლიდერი ეკა ბესელია აცხადებს, რომ, ამ დროისთვის უბანზე არავითარი შემაფერხებელი გარემოება, არანაირი დაშინება და მუქარა არ არსებობს. მისივე თქმით, საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად უამრავი ადამიანი მისული და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ხმის მიცემის პროცედურას ხელი არ შეეშალოს.

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით, ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე ხმა 303-მა ამომრჩეველმა მისცეს.

იაკობ ასანიძის თქმით, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, ამ დროისთვის დაწერილია მხოლოდ 5 საჩივარი.

ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე 1436 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

 

კომენტარის დატოვება