GFK-ის გამოკითხვაში გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს

რუსთავი2“-ის დაკვეთით ამერიკულ-გერმანულმა კომპანიამ GFK-მ სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა

კითხვაზე- მომავალ კვირას რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას? შედეგები ასე გადანაწილდა.

12.6% მოქმედ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მიცემდა ხმას.

9.9 % ენმ-ს ლიდერს დავით ბაქრაძეს.

7.1 % უპირატესობას საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ამჟამად ოდესის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს ანიჭებს .

5.4%-სთვის მისაღები პოლიტიკაში ახლად შემოსული პაატა ბურჭულაძეა.

5.0% თავისუფალი დემოკრატების ლიდერს ირაკლი ალასანიას მიცემდა ხმას. შალვა ნათელაშვილს

3.1%, მოქმედ პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს

2.6%, ექსპრემიერებს- ბიძინა ივანიშვილს

2%, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილს 1.1%,

სიაში ასევე მოხვდა დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძეც 2%-ით.

1467104886758626

 

კომენტარის დატოვება