ნიკოლოზ ბასილაშვილმა „დოჰას“ ტურნირზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას“ ტურნირის 1/8 ფინალურ დაპირისპირებაში, ATP რეიტინგის 262-ე ნომერი ტუნისელი მალეკ ჯაზირი 2 სეტში დამაჯერებლად 6-2, 6-2 დაამარცხა და „დოჰას“ ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა.

საქართველოს ნომერი პირველი ჩოგბურთელი მომდევნო ეტაპზე ლეგენდარულ შვეიცარიელ როჯერ ფედერერსა და ბრიტანელ დენიელ ევანსს შორის გამარჯვებულს შეხვდება.