აბაშის მუნიციპალიტეტში 55 წლის ქალი გააუპატიურეს

აბაშის მუნიციპალიტეტის ერთერთ სოფელში 55 წლის ქალი გააუპატიურეს. ძალადობა გვიან ღამით მოხდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.  შსს ცნობით, სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია და მისი დაკავების მიზნით ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.