ჩემი ინფორმაციით, რაღაც მონახაზით ჩამოდის, რაც მხარეებს შორის მსჯელობის საგანი გახდება – სალომე სამადაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება. როგორც იგი აცხადებს, ევროპელი მედიატორი კონკრეტული მონახაზებით ჩამოვა, რომელიც მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.

“მედიაციის პროცესი ერთ საათში ვერ დასრულდება. მედიატორი, ჩემი ინფორმაციით, რაღაც მონახაზით ჩამოდის, რაც მხარეებს შორის მსჯელობის საგანი გახდება. თუმცა, მას არ შეუძლია მხარეებს შორის გამოვლენილი პოლიტიკური ნების გარეშე რაიმე წარმატებას მიაღწიოს.

ამიტომ, თუ არ გადაიხედება “ქართული ოცნების” პოზიციები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან გვინდა ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს, ამ შეთანხმების მიღწევა ძალიან რთული იქნება,”- განაცხადა  სალომე სამადაშვილმა.