ქუთაისში, ავტობანი გადაკეტეს – „პროტესტი, მსგავი ფორმით გაგრძელდება მანამ, სანამ სახელმწიფო და კარტერული ორგანიზაციები, არ დასხდებიან და არ დაწევენ საწვავზე ფასებს”

ქუთაისში საწვავის გაზრდილი ფასის გასაპროტესტებლად ადგილობრივებმა და პარტია „პროგრესული საქართველოს”  წევრებმა  აქცია გამართეს.  მათ ავტობანზე გზის გარკვებული მონაკევეთი გადაკეტეს. ისინი  მოითხოვენ, რომ მთავრობამ ამ საკითხს ყურადღება მიაქციოს და მათ შეხვდეს.

როგორც „პროგრესული საქართველოს” ლიდერი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს,  პროტესტი მსგავსი ფორმით გაგრძელდება მანამ, სანამ სახელმწიფო და კარტერული ორგანიზაციები, არ დასხდებიან და საწვავზე ფასებს არ დაწევენ.

„ავტობანის გადაკეტვა განპირობებულია  სასვავზე ფასების ზრდით. პროტესტის მსგავი ფორმით გაგრძელდება მანამ, სანამ სახელმწიფო და კარტერული ორგანიზაციები, რომლებიც ნავთობის რეალიზაციით არიან დაკავებულები, არ დასხდებიან და საწვავზე ფასებს არ დაწევენ.

პროტესტს გავაგრძელებთ იქამდე, სანამ ხელისუფლება არ დაგველაპარაკება  და არ მოისმენს იმ ხალხის აზრს, ვისაც სურვილი აქვს, რომ  ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური ფონი შეიცვალოს.

გამოვთქვამ იმედს, რომ მივაღწევთ კონკრეტულ შედეგს და მივალთ იქამდე, რასაც ფასების დარეგულირება ჰქვია,” – აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.

ასევე აქციის სხვა წარმომადგენლების თქმით, ვიდრე საწვავის ფასი არ დაიკლებს, აქციების შეწყვეტას არ აპირებენ და უფრო რადიკალური ზომების მიღებას აანონსებენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგზაო მოძრაობას არეგულორებს.